კონკურსი

17 ნოემბერი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული  სამართლის კომიტეტი აცხადებს საჯარო კონკურსს კომიტეტის შემადგენლობაში ადვოკატებისა და სხვა დაინტერესებული პირების შერჩევის მიზნით. კომიტეტის შემადგენლობას ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

ადმინისტრაციული  სამართლის კომიტეტში შეირჩევიან ადვოკატები სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის და საერთო სპეციალიზაციით, ვისაც აქვს არანაკლებ 3–წლიანი პროფესიული პრაქტიკა და კანონპროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

ადვოკატები შეირჩევიან წარმოდგენილი ავტობიოგრაფიების (CV) საფუძველზე. 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28  ნოემბერი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ ელ. მისამართზე: inganeb1@gmail.com.

დამატებითი ინფორმაცცითვის დარეკეთ 790 22 46 54

ადმინისტრაციული  სამართლის კომიტეტში საქმიანობა არ ანაზღაურდება

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი